ერთ-ერთი ვერსიით, თბილისში მოკლულ ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები სახის არეში, სავარაუდოდ, სამშენებლო იარაღით აქვს მიყენებული

თბილისში, ქართველიშვილის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სახის არეში, სავარაუდოდ, სამშენებლო იარაღით აქვს მიყენებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა განუცხადა. მისი თქმით, დილით სამსახურში მისვლისას გვერდით მდებარე კორპუსთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, პოლიციის ეკიპაჟი შენიშნა, რა დროსას მკვლელობის შესახებ შეიტყო.

მისივე თქმით, ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველიშვილის ქუჩის მცხოვრებია, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ჩხხუბში გადაიზარდა.

„დილით, 07:30 საათზე შევნიშნე, საპატრულო პოლიცია და გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი არის გარდაცვლილი. შემთხვევა დაახლოებით, 05:00 საათიდან 06:00 საათის შუალედში მოხდა. როგორც ჩანს, სახე ჰქონდა დაზიანებული რაღაც ბლაგვი საგნებით. აქ რემონტი მიმდინარეობს“, -განაცხადა მოვაჭრემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა