დავით ბაქრაძე - დღევანდელი მდგომარეობით, მომავალ მთავრობაში ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ

გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით ბაქრაძე მომავალ მთავრობაში ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში, ვინაიდან საქართველოში არ არის წარმატებული სფერო, რომელსაც ცვლილება და მეტი წინსვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არის ცალკეულ გვარებზე, შემიძლია სრულად გავიზიარო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო