თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი საავადმყოფოდან პოლიციაში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც ქართველიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მას მკვლელობის ბრალდებით დააკავებენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

თბილისში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს