რატი იონათამიშვილი ნიუ-იორკში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-11 სესიაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურმა აცნობა.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია, 12-14 ივნისს, ნიუ-იორკში გაიმართა და მისი მთავარი თემა იყო „არც ერთი ადამიანი შშმ პირთა კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიღმა“ (“Leaving no one behind through the full implementation of the CRPD”). გენერალური დისკუსიის ფარგლებში, დეპუტატმა საქართველოს სახელით ეროვნული განცხადება გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას რატი იონათამიშვილმა ისაუბრა როგორც საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებზე შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე. დეპუტატი შეეხო იმ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფოში გატარდა.

მან ასევე ისაუბრა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური განათლების, შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების, პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარების და სხვა პროექტების შესახებ. დეპუტატმა არსებულ გამოწვევებს შორის დაასახელა ფიზიკური გარემოს დიდი ნაწილის არახელმისაწვდომობა, შშმ პირთა დასაქმების პრობლემები, ზრდასრული შშმ პირების განვითარებისკენ მიმართული პროგრამების დეფიციტი და მშობლების თემის გაძლიერება. პრობლემების გადაჭრის გზაზე საუბრისას, რატი იონათამიშვილმა სოციალური რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ნაწილად სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების რეფორმა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სამართლებრივი გარანტიებისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების შექმნა დაასახელა.

„ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შშმ პირის სახლამდე მივიდეთ ადაპტირებული გზით. ჩვენი არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნის, არამედ ცხოვრების მთავარი ამოცანაა მათთვის სოციალური კეთილდღეობის შექმნა და არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თანაბარი შესაძლებლობების უზურნველყოფის პროცესი შეუქცევადი არ გახდება

საქართველოში“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა