ენერგოომბუდსმენი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი დონის კონფერენციას და ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) მორიგ გენერალურ სხდომას დაესწრო - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე განხილული იყო ომბუდსმენის საქმიანობაში მედიატორის როლის გაფართოების შესაძლებლობები, რაც საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატში 2016 წლიდან დაინერგა და არაერთხელ განხორციელდა 2017 წელს. ამ კუთხით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მუშაობას აგრძელებს.

სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის (NEON) გენერალურ სხდომაზე სიტყვით წარსდგა და კოლეგებს 2017 წლის საანგარიშო მოხსენება გააცნო, რაც დადებითად შეფასდა. გარდა ამისა, აღნიშნულ სხდომაზე განიხილება პოლონეთის ენერგოომბუდსმენის ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელში(NEON) გაწევრიანების საკითხი, რასაც სალომე ვარდიაშვილი მხარს უჭერს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო