დავით გაბაიძე ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ დაესწრო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და სხვებმა. გამომსვლელებმა საქართველოსა და ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ორ დღეს გაგრძელდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, სხვადასხვა თემატური სესიის მონაწილეები ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებსა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე იმსჯელებენ.

კონფერენციას საქართველოს, ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევოპული გზა“ 2007 წლიდან ტარდება და იგი მუშაობას 15 ივნისს დაასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო