დავით უსუფაშვილი - 14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ

„შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსასვლელად სამ წინადადადებას სთავაზობს. ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ. მან შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი. ვუსურვებ წარმატებას და ამქვეყნად თავაწეულ, ამაყად სიარულს. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ის, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, "შენების მოძრაობის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მიმართავს სამი წინადადებით:

„1. ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

2. სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.

3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა“, - აცხადებს უსუფაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი გუშინ დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო