სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს მუზეუმში უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევით გამოწვეული ზიანი აუნაზღაურდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სასარგებლოდ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ მუზეუმთან ერთად ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

მათი ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აუნაზღაურდა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მორალური ზიანი 10 000 ლარის ოდენობით, ასევე უცხოეთში მკურნალობის ხარჯები, საქართველოში ჩატარებული მკურნალობის ხარჯები და დაენიშნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ყოველთვიური სარჩო.

„მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2014 წლის მაისში მიიღო, როდესაც იგი შვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა მუზეუმში. მუზეუმის დათვალიერებისას მოულოდნელად ჩამოიშალა აივნის მოაჯირის კონსტრუქცია, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის აივნიდან გადავარდნა. შემთხვევის შედეგად მოსარჩელეს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი და ამ დროისთვის მას აღარ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება ხერხემლის დაზიანების გამო. ასევე მოსარჩელეს შეეზღუდა პროფესიული შრომისუნარიანობა.

საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციამ წინდახედულობის ნორმები დაარღვია და სათანადოდ არ იზრუნა შენობის სიმყარეზე, რამაც გამოიწვია მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება. ამასთან, გამოიკვეთა, რომ შემთხვევის დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რის მიუხედავადაც მუზეუმის ადმინისტრაცია მაინც რთავდა დამთვალიერებლებს ნებას, შესულიყვნენ მუზეუმის ტერიტორიაზე, რითაც საფრთხე შეექმნა დამთვალიერებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს