აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივით, დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უმაღლეს საბჭოში სისხლის უანგაროდ ჩაბარების აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, „აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი“ - სლოგანით გამართული აქციით უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომელებმა - 14 ივნისი, დონორთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ისინი, სხვათა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, უანგაროდ გაღებული სისხლით დონორთა სიას ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მსგავსი აქციები საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წელია ტარდება და ტრადიციად დამკვიდრდა. ამჯერად სისხლის ბანკს საკანონმდებლო ორგანოს 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა ჩააბარა სისხლი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო