ქუთაისში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივმა მთავრობამ რამდენიმე ღონისძიება დაგეგმა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა, ხოლო 18 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კინო „საქართველოში“ ფილმის ჩვენება მოეწყო.

„ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს გამოცხადდა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს