აჭარის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის აპარატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

„ეს იქნება თანამშრომლობა, რომელიც ეფექტურ, კოორდინირებულ კანონშემოქმედებით საქმიანობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა დოკუმენტზე ხელმოწერის წინ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებთან, უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, მისმა მოადგილემ დავით გელაშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა მაია ხაჯიშვილმა.

პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისრაელის ქნესეთის, გერმანიის ბუნდესტაგისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების აპარატებთან ერთობლივი ღონისძიებები და მასში აჭარის უმაღლესი საბჭოც ჩაერთვება.

მემორანდუმი, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსებმა: მაია ხაჯიშვილმა და გივი მიქანაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ორივე საკანონმდებლო ორგანოს აპარატებს შორის კანონშემოქმედებით სფეროში თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობას, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელთა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში დაგეგმილ ტრენინგ-პროგრამებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა