შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რიმა ბერაძე ჩუღურეთში მცხოვრებ ხელოვანს ეწვია

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ შშმ პირს, თვითნასწავლ ხელოვან მაკა თოქმაჯიშვილს ესტუმრა და უფლებების დაცვის ეროვნული დღე მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მაკა თოქმაჯიშვილი სხვადასხვა მასალისგან ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ის მაჟორიტარს შშმ პირთა პრობლემებზე ესაუბრა და შესაძლებლობების მეტად რეალიზებაში ხელშეწყობა სთხოვა. რიმა ბერაძემ იმედი გამოთქვა, რომ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში აუცილებლად გაუმჯობესდება.

„შშმ პირები ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და სრულუფლებიანი ნაწილი არიან. ამ ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი უფლებები ესაჭიროებათ. ამ საკითხში კი, ჩვენი თანადგომა და დახმარება აუციელებელია“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნულ დღედ 14 ივნისი 2000 წელს გამოცხადდა. 2014 წელს ჩვენმა ქვეყანამ გაერო-ს მიერ მიღებული შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და, მას შემდეგ, ეს დღე ჩვენს ქვეყანაში მუდამ აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა