კახა კალაძემ ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის - ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რამდენიმე ადგილზე პრობლემური სიტუაციაა.

“პირველი რაც გავაკეთეთ, დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო ხიდის არსებული მდგომარეობა და მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი. მაშინვე გავამზადეთ პროექტი და უკვე მიმდინარეობს ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდის ორივე ზოლი წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. ამ კონკრეტული მონაკვეთის დასრულებას, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობს, 3 თვე დასჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ხიდის კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე იცვლება. ასევე იცვლება საყრდენები. გვექნება განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული ახალი ხიდი. გარდა ამისა, ჩვენ კახეთის გზატკეცილზე დაწყებული გვაქვს სათადარიგო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. წელს დავიწყეთ მარცხენა მხარე და რამდენიმე კვირაში მარჯვენა მიმართულებასაც დავიწყებთ. მომავალ წელს კი ვგეგმავთ მთლიანად კახეთის გზატკეცილის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას თავისი განათებებით, გამწვანებით. არის გარკვეული მონაკვეთები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ქალაქში როდესაც შემოდიხარ აღმოსავლეთ საქართველოდან და აეროპორტიდან, ნამდვილად სამწუხაროა, ის არსებული რეალური ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს. შესაბამისად, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება და მომავალ წელს მოხდება გზატკეცილის მთლიანი რეაბილიტაცია",- განაცხადა კალაძემ .

ცნობისთვის, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.

პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით შეიზღუდა; აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა საპირისპირო მიმართულებაზე გადაერთო და მოძრაობა ორმხრივი გახდა; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება ორმხრივი გახდება.

პროექტის განხორციელების პროცესში, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოორდინირებულად მუშაობს.

ამასთან, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ფარგლებში, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შესაბამისად, 17 ივნისის ჩათვლით, პანდუსის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვალა.

მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გადიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან უხვევენ.

გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის - აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ადიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო