„არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“ ახალგაზრდა ჯაზმენის, პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება

15 ივნისს, „არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ამერიკულ ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“, ახალგაზრდა ჯაზმენის, პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა შარიქაძე ჯერ კიდევ “ბერკლის“ უნივერსიტეტის სტუდენტია, მას დაუკრავს ისეთ ცნობილ და აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: დანილო პერესი, ჯონ პატიტუჩი და ტერი ლინ კერინგტონი.

ამჯერად, პაპუნა ქართველი მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილთან, დათო ევგენიძესთან, გიორგი ბერიშვილთან, გრიგოლ ყიფშიძესთან, სოფო ბათილაშვილთან, ლაშა აბაშმაძესთან და გიო კაპანაძესთან ერთად წარსდგება. ისინი ერთად მიულოცავენ პაპუნას 21-ე დაბადების დღეს.

ფაქტობრივად, ეს იქნება ჯაზმენების რინგი, სადაც თითოეული მუსიკოსი საკუთარი იმპროვიზაციით წაიყვანს საღამოს. შესაბამისად, მსმენელს დაუვიწყარი შოუ ელოდება.

პაპუნა შარიქაძის კონცერტი პროექტ Publica Talks- ის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, საზოგადოებას არტისტებზე ინფორმაცია არასტანდარტული ხერხებით მიაწოდოს, რაც შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს გულისხმობს.

რაც შეეხება ბიზნეს-ცენტრ „არტჰაუსს“, ეს არის პირველი მულტიფუნქციური „ქლაბ-ჰაუსი საქართველოში“, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი არტისტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო