ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების საკითხებზე შეხვედრა შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მძიმე და ღრმა შშმ ბავშვებისთვის გრძელვადიანი მოვლის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. დასკვნით ნაწილში ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის კონცეფციური დოკუმენტის და განყოფილების არქიტექტურული გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა.

ახალი საპილოტე პროგრამა, სამედიცინო და სოციალური სერვისების შერწყმას ითვალისწინებს.

პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან პარტნიორობით, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკის ბაზაზე განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა