ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, სადაც 4 წლის ბავშვი მოკლეს, პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო

ბინის მესაკუთრე, რომელმაც უცხოეთის მოქალაქეებს ბინა მიაქირავა, აცხადებს, რომ 4 წლის ბავშვის მკვლელობის დეტალები არ იცის. ბინის მესაკუთრის თქმით, შემთხვევა ღამის 12 საათზე მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მისი თქმით, ბინა ორ ქალს 1 თვის წინ მიაქირავა.

"1 თვის წინ ჩემთან მოვიდნენ, სახლის დაქირავება უნდოდათ. ბავშვი საერთოდ არ მინახავს. ერთი თვეა აქ ცხოვრობენ და ბავშვის ხმა არ გამიგია. ჩემთან კონტაქტი არ ჰქონდათ",- აცხადებს ბინის მესაკუთრე თამარ დიასამიძე.

რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა დანა და ზეწრები ნაგვის ურნიდან ამოიღეს.

"ორი ქალი იყო, ალბათ იჩხუბეს. პოლიციამ ნაგვის ურნიდან დანა და ზეწრები ამოიღო",- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

არსებული ინფორმაციით, ქალმა, რომელიც ბათუმში, 4 წლის ბავშვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ცხედარი პოლიციის განყოფილებასთან თავად მიიტანა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა