დაძმობილების (Twinning) პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაძმობილების (Twinning) პროექტის „სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოება და მისი იმპლემენტაცია" სამეთვალყურეო საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა პროექტის მესამე კვარტალური ანგარიში განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო პროექტის ფარგლებში სამომავლო საქმიანობის გეგმებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაძმობილების პროექტის მიზანს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დახმარების გაწევა წარმოადგენს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო