არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძეა. მისივე თქმით, არიან სხვა კანდიდატებიც, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა იმსჯელებს.

„ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. 17:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი თუ ვინ იქნება კანდიდატურა, რომელსაც შევარჩევთ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. კანდიდატურებთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა და ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმი არის, რომ ახალ პრემიერს ჰქონდეს ეკონომიკური განათლება, ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება და წარმოადგინოს გეგმა, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს. პარლამენტში ჩვენი მოლოდინი არის, რომ ახალ პრემიერს ექნება ძალიან აქტიური გეგმა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა პრემიერობის ერთ-ერთი კანდიდატი შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თალაკვაძემ ასეთი პასუხი გასცა: „თქვენ არ იცით, რომ გიორგი გახარიაც არის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც განიხილება კანდიდატად“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა