გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 196 აბონენტს მცხეთაში: არსუკიძის, გამსახურდიას, სანაპიროს, კანდელაკის, მამულაშვილის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:30 საათიდან 18:00 საათამდე 151 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, წითელი კლდე, კენჭაკლდე, საცხავატლო და მიმდებარე სოფლებში;

12:45 საათიდან 14:00 საათამდე 110 აბონენტს დიდ დიღომში, სოფელ დიღომში ჰუგო ჰუპერტის, ხატაეთის, ბარონ დე ბაის და მიმდებარე ქუჩებზე; 14:15 საათიდან 16:15 საათამდე 463 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა