დავით ჭიჭინაძე - კარგი იქნება, თუ მამუკა ბახტაძე პრემიერის რანგში გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ფინანსთა მინისტრობის დროს აფიქსირებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე გიორგი კვირიკაშილის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ხარვეზად „ბანკებთან მეტისმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას“ ასახელებს და ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ხედვას იზიარებს. ამის შესახებ ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ზოგადად, ის განცხადებები, რაც მამუკა ბახტაძის მიერ ჟღერდებოდა ბანკებთან მიმართებაში, აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი მიმართულება, თუ პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იგივე პოლიტიკას, რასაც აფიქსირებდა ფინანსთა მინისტრობის დროს“, - განაცხადა ჭიჭინაძეს.

რაც შეეხება შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურას, ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია იყო ეკონომიკის მინისტრიც, თუმცა ბანკებთან მიმართებაში მსგავსი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„მე პირველი დღიდან, საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ ბანკები ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. იგივე დააფიქსირა ბახტაძემ. თუ გვინდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, უნდა შევზღუდოთ ბანკები. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი სტრუქტურა მდიდრდებოდეს წელიწადში მილიარდით და დანარჩენი მოსახლეობა სამ-სამი და ოთხ-ოთხი მილიარდით ვალს იღებდეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა