სოფიო კილაძე - თუ ბიძინა ივანიშვილი შეცვლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ის იყოს პრემიერი

თუ ის შეცვლის გადაწყვეტილებას, მე ბუნებრივია, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ის იყოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დასახელებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი და საზოგადოების დიდი ნაწილიც ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად ისურვებდა.

„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის ადამიანი, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის ამ ქვეყანაში იმ რეჟიმის დამარცხებასა და ადამიანის უფლებების გაძლიერებასა და წინსვლაში. ეს ადამიანი არის ის, ვისაც „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი და საზოგადოების დიდი ნაწილი ისურვებდა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ მან თვითონ თქვა, ნებაყოფლობით პრემიერ-მინისტრობაზე უარი. დაგვთანხმდა ერთადერთზე, პარტიის თავმჯდომარეობაზე. თუ ის შეცვლის გადაწყვეტილებას, მე ბუნებრივია, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ის იყოს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა კილაძემ.

რაც შეეხება ახალი პრემიერ-მინისტრის გუნდს, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია მინისტრობის კანდიდატებზე გუნდური და კვალიფიციური მსჯელობა გაიმართოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა