ნუკრი ქანთარია - თუ მართალია ინფორმაცია, რომ თითქოს მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა, რა საკვირველია, ეს წამოსაძახებელი იქნება

თუკი მართალია ინფორმაცია, რომ თითქოს მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა, რა საკვირველია, ეს წამოსაძახებელი იქნება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

“არ ვიცი, რამდენად რეალური ინფორმაციაა, რომლის მიხედვით, მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დააფინანსა - არის ეს შემოგდებული ხრიკი თუ ასახავს რეალურ ფაქტს. თუკი ეს მართალია, რა საკვირველია, წამოსაძახებელი იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

აქვე მან აღნიშნა, რომ მისთვის ჯერ უცნობია, რამდენად განიხილება პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.

ასევე, წინასწარი ინფორმაციით, მმართველი უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო