სასამართლო მარნეულის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს

რუსთავის საქალაქო სასამართლო მარნეულის მერის თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სხდომას თემურ აბაზოვი დაესწრება, რომელიც ადვოკატების განცხადებით, წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

როგორც სხდომის დაწყების წინ აბაზოვის ადვოკატმა ზვიად ასათიანმა განაცხადა, დაცვის მხარე 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თემურ აბზოვის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. ასათიანის მტკიცებით, საქმის მასალებში არსადად დასტურდება მისი მონაწილეობა.

„საქმეში მის წინააღმდეგ მხოლოდ ე.ა.-ს ჩვენებაა, რომელსაც თემურ აბაზოვის მიმართ პირადი წყენა ჰქონდა, კერძოდ, მან აბაზოვს დასაქმება სთხოვა და უარი მიიღო, რადგან კონკურსის გავლის გარეშე სამსახურში ვერ მიიღებდა“, - განაცხადა ადვოკატმა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი გუშინ დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა