არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ.

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარება. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობამ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო