კრწანისის რაიონში მდებარე ახალ პარკს ოკუპაციის მსხვერპლთა სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა კრწანისი რაიონის გამგებელთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად რაიონში მდებარე ახალი პარკი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, პარკისთვის ოკუპაციის მსხვერპლთა სახელის მინიჭების იდეა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინციატივას საკრებულოს წევრები სახელდებისა და სიმბოლიკის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საკითს უკვე საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

„სახელდების პროცესის პარალელურად თბილისის მერია პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის განთავსების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარებას დაიწყებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვოლმა.

ლევან ჯაფარიძის ინფორმაციით, პარკში, რომელიც დაახლოებით, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეებია გაშენებული. პარკი კეთილმოწყობილია და აქვე ფეხბურთისა და კალათბურთების სათამაშო მოედნებია განთავსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა