გია ხუხაშვილი - მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის

მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილ მამუკა ბახტაძეს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის დასახელება პრემიერობის კანდიდატად დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე ლოგიკური და მისაღები გადაწყვეტილებაა.

„მე ვფიქრობ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. თუ ბოლო პერიოდში დავაკვირდებით მის ინიციატივებს, ბახტაძე საკმაოდ რეფორმატორად მოგვევლინა მისი არც თუ ისე დიდი ხნის მინისტრობის პერიოდში, იგივე ბიზნესმენებთან ურთიერთობის ან საგადასახადო კუთხით. მე ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა მაინც სოლიდარული პასუხისმგებლობის ჰორიზონტალური სისტემაა, უნდა დაველოდოთ როგორ მინისტრთა კაბინეტს შემოგვთავაზებს. მე ბახტაძეს ვიცნობ, ის არის სოლიდური, არ არსი გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის. რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, ეს იყო იმ მოცემულობიდან, სადაც ვცხოვრობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი არის, რომ მართვის ალგორითმი შეიცვალოს მთავრობაში და გადაწყვეტილების მიღების და მისი იმპლიმენტაციის პროცესმა შეიძინოს ეფექტურობა, რაც არ ქონდა წინა ხელისუფლებას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა