ომბუდსმენი ბათუმში 4 წლის ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობისა და მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, 4 წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და მომხდარით შეშფოთებულია. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად. ამასთან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად.

საქართველოში არა ერთი წელია მწვავე პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა, ბავშვის დაცვა ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას ადგილი აქვს საზოგადოებაში, ოჯახში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში. თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ერთად, ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე საგანგაშოდ აისახება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების სისტემური ხარვეზები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები (მათ შორის საქართველოც) ვალდებული არიან დაიცვან ბავშვი ნებისმიერ სახის ძალადობისგან. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი გარემოს შეფასებასა და გამომწვევი ფაქტორების შესწავლას. ასევე, მოითხოვს სახელმწიფომ დროულად გაატაროს ღონისძიებები ბავშვთა სხეულებრივი დასჯის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელ და უმწვავეს პრობლემად რჩება.

2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს კამპანიის დაწყებას, რათა არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ დაუბრკოლებლად და სრული კონფიდენციალურობის დაცვით მიმართონ შესაბამის ორგანოს და მოითხოვონ მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.

ბავშვებს დღესაც შეუძლიათ ნებისმიერ დროსა და ანონიმურობის სრული გარანტიით ცხელი ხაზის მეშვეობით მომართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელი ხაზის ნომერზე - 1481“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს