ირაკლი სესიაშვილი - საქართველო ნატოს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმა და გამოიყენა ყველა კონფლიქტის კერა იმისთვის, რომ თავისი ინტერესების რეალიზება მოეხდინა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, დღეისათვის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20% და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი, ასევე რიგ რეგიონებში კონფლიქტური კერები მძვინვარებს. შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებები გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს და სათანადო სახელი დაერქვას - რუსეთი არის აგრესიული, ერთგვარად მოქნილი და სწრაფი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გასვა ხაზი. მისივე შეფასებით, აუცილებელია რომ ევროკავშირი და ნატო უფრო ქმედით მოქმედებებზე გადავიდეს და მომლოდინე პოზიცია აქტიური ნაბიჯებით შეიცვალოს, რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებს.

„საქართველო ძალიან მალე უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამისთვის კარგი საფუძვლები არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა წევრობისთვის უფრო მეტად არის მზად ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს გაცილებით ძლიერები, დემოკრატიულები და ეკონომიკურად მდგრადები ვართ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის ამბიცია გაგვაჩნდეს. ნატოს წევრობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს გააჩენს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა