მარნეულის მერისთვის დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის მერის თემურ აბაზოვისთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სხდომა მიმდინარეობს.სხდომას მოსამართლე ქეთევან ლუაშვილი უძღვება.

თემურ აბზოვს 4 ადვოკატი იცავს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებულიც. ბრალდების მხარემ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ვინაიდან პროკურორის განცხადებით, გამოძიების პროცესში არსებობს თემურ აბაზოვის მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ბრალდების განცხადებით, თემურ აბაზოვს თურქეთსა და აზერბაიჯანში აქვს სერიოზული კავშირები და შესაძლოა მიიმალოს. ამასთანავე, ვინაიდან ის არის მარნეულის მერი და მისი დაქვემდებარების ქვეშ არის უამრავი ადამიანი, შესაძლოა მათზე მოახდინოს ზეგავლენა.

დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდის შუამდგომლობა დააყენა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა