გია ვოლსკი - 2012 წელს არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე - ფულის “ახევა“ მათრახით და კონვეინური წესით ხდებოდა

2012 წლის აგვისტოში არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, მამუკა ბახტაძემ 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარის ოდენობით დააფინანსა.

“2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ ის კონვეინური წესი მოქმედებდა, როდესაც არავინ ეკითხებოდა კონკრეტულ პიროვნებას, გადარიცხავდა თუ არა თანხებს მაშინდელი მმართველი პარტიის ანგარიშზე - მექანიკურად მიდიოდა საკმაოდ უხეში ჩამოჭრა შემოსავლებიდან. კონკრეტული მექანიზმი თუ როგორ კეთდებოდა ეს, შეუძლია თავად მამუკა ბახტაძემ განმარტოს. წინა ხელისუფლებას ასეთი მათრახით და კონვეინური წესით რომ ჰქონდა ფულის “ახევის“ მოქანიზმები ჩამოყალიბებული, ამიტომაც შეიცვალა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოში, არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობამ ბახტაძე დღეს პრემირ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა