ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროკავშირს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივოს. დოკუმენტს მხარი 485-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 76, თავი კი 66-მა შეიკავა.

„რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისადმი, შეინარჩუნონ სიმტკიცე და ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებული სანქციების განსახორციელებლად და გაახანგრძლივონ აღნშნული სანქციები“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტმა მოსკოვს მოუწოდა, გაათავისუფლოს ოლეგ სენცოვი და 70 უკრაინელი. სენცოვს ყირიმში ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა