მედია - დონალდ ტრამპის განცხადებით, ყირიმი რუსეთის იმიტომაა, რომ ვინც ნახევარკუნძულზე ცხოვრობს, ყველა რუსულად საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ყირიმი რუსეთის იმიტომაა, რომ ვინც ნახევარკუნძულზე ცხოვრობს, ყველა რუსულად საუბრობს.

ტრამპის განცხადება გასულ პარასკევს გაჟღერდა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ვახშმისას - წერს „BuzzFeed News“ დიპლომატიურ წრეებში ორ სანდო წყაროზე დაყრდნობით. ამავე გამოცემის ცნობით, ვახშმის დროს ტრამპი ასევე დაინტერესდა, რატომ არ დადგნენ ლიდერები უკრაინის მხარეს. მისი განცხადებით, „უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

გამოცემის მიხედვით, გაუგებარია, იყო თუ არა ტრამპის კომენტარები ხუმრობა. თეთრ სახლში ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს. თავად ამერიკის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ კვებეკში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე საუბრების მეოთხედი ნაწილი რუსეთს დაეთმო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა