გია ვოლსკისთვის უცნობია, დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიის რიგებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკისთვის უცნობია, დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიის რიგებსა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

როგორც ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის მიმართ ანტაგონიზმი არ არსებობს.

“გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრად ყრილობამ აირჩია და შესაბამისად, პოლიტსაბჭოს წევრია. რამდენად ექნება მას მუშაობაში მონაწილეობის სურვილი, ეს რასაკვირველია, მისი გადასაწყვეტია. გიორგი კვირიკაშვილის დროს ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა, რაც ციფრებშიც არის ასახული. ასე რომ, მის მიმართ ანტაგონიზმი ან მისი მხრიდან გუნდის მიმართ ანტაგონიზმი არ არსებობს. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მე არ ვიცი. მან პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან წასვლის თაობაზეც თავად მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ვოსლკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა