თურქეთში საარჩევნო კამპანიისას სამი ადამიანი დაიღუპა, რვა დაიჭრა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქვეყნის მმართველი პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საარჩევნო კამპანიის წევრებსა და მოვაჭრეთა შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით „როიტერი“ იუწყება.

მმართველი პარტიის დეპუტატი იბრაჰიმ ჰალილ ილდიზი შანლიურფას პროვიცნიაში, სურუჩის რაიონში ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, როდესაც მის გარემოცვასა და მაღაზიების მფლობელებს შორის ჩხუბი ატყდა. მისი ძმა და ორი ადამიანი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა.

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 24 ივნისს იმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო