კომპანია „პრემიქსი“ MAGNETI MARELLI-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა

კომპანია „პრემიქსი“ MAGNETI MARELLI-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „პრემიქსი“ მომხმარებლებს შესთავაზებს MAGNETI MARELLI-ის სავაჭრო ნიშნით წარმოებულ სხვადასხვა პროდუქციას: საწვავის ტუმბოებს (ე.წ. ბენზონასოსები); სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდები); ამორტიზატორებსა და მათ საყრდენებს; ძრავის ნაწილებს (ანთების კოჭა, ტუმბოები); დაკიდების ნაწილებს; ნათურებს; ასევე, გადამწოდებს (ე.წ. დაჩიკები: ჰაერმზომები, წნევის სენსორები, კაბელები, ტემპერატურის სენსორები).

როგორც კომპანიაში აცხადებენ, MAGNETI MARELLI არის საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი. მის წარმოებას მინიჭებული აქვს მრავალი ჯილდო და სერტიფიკატი: TS 16949, ISO 9001, ISO 14001, ISO 50001:2011, EN 16001:2009 და სხვა. MAGNETI MARELLI-ის ავტონაწილები ქარხნულად უყენია წამყვან ავტომწარმოებლებს: Mercedes Benz, BMW, Audi, VW, Fiat, Alfa Romeo, Lancia, Ferrari, Maserati, Citroen, Renault, Peugeot, Volvo, GM და სხვ.

„მეამაყება, რომ მომხმარებლებს ხარისხიან და მაღალტექნოლოგიურ ავტონაწილებს ვაწვდით. MAGNETI MARELLI საავტომობილო სისტემების კომპლექსური მწარმოებელია, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი აქვს და ვფიქრობ, ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - აცხადებს კომპანია „პრემიქსის“ გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.

„პრემიქსის“ ქსელში ხელმისაწვდომია ავტონაწილები და სერვისი. MAGNETI MARELLI-ის პროდუქციის, როგორც საცალო, ასევე საბითუმო შესყიდვა 1-ელი ივლისიდან გახდება შესაძლებელი.

„პრემიქსის“ განცხადებით, MAGNETI MARELLI Fiat Chrysler Automobiles-ის ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც იყიდება ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. წარმოება სათავეს 1891 წლიდან იღებს. დღეისათვის, Magneti Marelli ფლობს 89 ერთეულს საწარმოს, 12 სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას, 30 სატესტო ცენტრს და დასაქმებული ყავს 43 000 თანამშრომელი მსოფლიოს გარშემო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო