მარნეულის მერისთვის პატიმრობის შეფარდებას ადვოკატები გაასაჩივრებენ

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მარნეულის მერის, თემურ აბაზოვისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, მისი ადვოკატები თბილისის სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

„მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, დაცვის მხარე არ ეთანხმება. სასამართლომ განმარტებაში აღნიშნა, რომ არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას ბრალდებულის მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით. მაგრამ იზიარებს მოწმეთა მიმართ ზეწოლის შესაძლებლობას. თუმცა სახელმწიფო ბრალდების მხარეს ვალდებულება ჰქონდა წარმოედგინა ამის სამართლებრივი არგუმენტაცია. კერძოდ, დაესაბუთებინა, იყო თუ არა ვინმეზე ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა. ამგვარი დოკუმენტაცია, მტკიცებულება, ინფორმაცია ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია“, - აღნიშნა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

დაცვის მხარე თემურ აბაზოვისათვის 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა არ დააკმაყოფილა და თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სხდომა კი საქმესთან დაკავშირებით 6 აგვისტოს ჩაინიშნა.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა