ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ქარიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეიტანა. „ის სადავოდ ხდიდა 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება", რომელიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას, ასევე, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მსვლელობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისად, საბჭომაც მხოლოდ პირველი პრიციპის ჭრილში განიხილა სადავო სტატია და მისი დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს