არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძის კანდიდატურას გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ.

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. მინდა მივულოცო მას და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობამ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს