ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება და უნარი, რომ მართოს ქვეყანა

მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება და უნარი, რომ მართოს ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩრეული როგორც თავისი განათლებით, ასევე, მრავალმხრივი გამოცდილებით. მას აქვს მართვის ძალიან სერიოზული გამოცდილება. ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე გამოდიოდა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, რომელთა შედეგები უკვე სახეზეა. „როდესაც ბატონი მამუკა წარდგება პარლამენტის წინაშე სამთავრობო პროგრამით, ამ პროგრამაში ასახული იქნება ახალი ინიციატივები, რომლებიც დააჩქარებს ამ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა