გია ხუხაშვილი - მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდავოდ პლუსია მისთვის

მამუკა ბახტაძე არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდავოდ პლუსია მისთვის, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენილ მამუკა ბახტაძეს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის დასახელება პრემიერობის კანდიდატად დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე ლოგიკური და მისაღები გადაწყვეტილებაა.

„მე ვფიქრობ, ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. თუ ბოლო პერიოდში დავაკვირდებით მის ინიციატივებს, ბახტაძე საკმაოდ რეფორმატორად მოგვევლინა მისი არც თუ ისე დიდი ხნის მინისტრობის პერიოდში, იგივე ბიზნესმენებთან ურთიერთობის ან საგადასახადო კუთხით. მე ვფიქრობ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა მაინც სოლიდარული პასუხისმგებლობის ჰორიზონტალური სისტემაა, უნდა დაველოდოთ როგორ მინისტრთა კაბინეტს შემოგვთავაზებს. მე ბახტაძეს ვიცნობ, ის არის სოლიდური, არ არის გასვრილი პოლიტიკურ ინტრიგებსა და თამაშებში და ეს უდაოდ პლიუსია მისთვის. რთული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, ეს იყო იმ მოცემულობიდან, სადაც ვცხოვრობთ, საუკეთესო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი არის, რომ მართვის ალგორითმი შეიცვალოს მთავრობაში და გადაწყვეტილების მიღების და მისი იმპლიმენტაციის პროცესმა შეიძინოს ეფექტურობა, რაც არ ქონდა წინა ხელისუფლებას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თანამდებობა დატოვა.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს