დიმიტრი ქუმსიშვილი -  მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა თავისი სტატიით, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის საწინააღმდეგო ცრუ ცნობები იყო მოცემული, ჟურნალისტური ქარტიის პირველი პრინციპი უხეშად დაარღვია.

„ელისო კილაძის მხრიდან ჩემი მისამართით არაერთხელ გაჟღერებულა სიცრუე და ცილისწამება, თუმცა ამ აბსურდულ ბრალდებებზე დროის დახარჯვა არაგონივრულად მიმაჩნდა ყოველთვის და პასუხის ღირსადაც კი არ ვთვლიდი. მაგრამ კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით ყოვლად ბინძური და ცილისმწამებლური ბრალდებები გააჟღერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, ეთიკის ქარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითაც ხაზი გაუსვა კილაძის არაკეთილსინდისიერ ე.წ. ჟურნალისტიკას.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქარტიის საბჭოს წევრებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს ევროპული გზა წარმოუდგენელია. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია საქართველოში თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელი მედიის არსებობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა.

ელისო კილაძემ გაზეთ "ქრონიკა +-ში" 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?"

სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო