ნუკრი ქანთარია - მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია

მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი პრემიერ-მინისტრი წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„მამუკა ბახტაძეს ეტყობა, რომ ძალიან კარგი ოჯახის შვილია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ჩემთვის. წესიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, კონტაქტურია. მისი პირველი გამოსვლაც მახსოვს ფინანსთა მინისტრის რანგში. საკმაოდ მძიმე კითხვები დაუსვეს და კარგად გაართვა თავი. მტკიცედ, მშვიდად და ამავე დროს გაბედულად უპასუხა ყველა კითხვას. თავი არავის დააჩაგვრინა“, - აღნიშნა ნუკრი კანთარიამ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მას ძალოვან სტრუქტურებში რეფორმები აქვს განსახორციელებელი და ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

„გახარიას იმდენად დიდი საქმე აქვს დაწყებული, რომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს. რეფორმების ხანა იწყება ძალოვან სტრუქტურებში. ახლა ამ ჯაჭვის გაწყვეტა არასწორი იქნება. აქედან გამომდინარე, მამუკა ბახტაძე ის მინისტრია, რომელიც ეკონომიკას ფლობს, ამ სიღრმეებს სწვდება და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც სწორედ ესაა, არჩევანი გაკეთდა ამ ახალგაზრდა კაცზე“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო