დეპუტატ აზერ სულეიმანოვის და საკრებულოს წევრ რამინ ალახვერდიევის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის წევრის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავის, ე.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს.

როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული ბრალდებულების თაობაზე პროკურატურა დღეს მიმართავს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომ აღმკვეთის ღონისძიების სახე განიხილოს. მისივე თქმით, ამ სამი პირის მიმართ ბრალდება არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია "მონიტორის" სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა