სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება

USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში ატარებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივნისს, ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ შეხვედრა აჭარის რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართება.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს. პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს-სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. პირველი ასეთი შეხვედრა ბათუმში ჩატარდება. მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: გორში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა