1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4628 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4628 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4623 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9118 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8966 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0152 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.