მერაბ კარანაძემ მორწმუნეებს რამადან-ბაირამი მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ბათუმის ორთაჯამეში რამადან ბაირამის ლოცვას დაესწრო და მორწმუნეებს საღვთო დღესასწაული მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, მუსლიმანებს დღესასწაული დასავლეთ საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.

ცნობისთვის, რამადან ბაირამი, (იგივე: ფითირ ბაირამი, ურაზა ბაირამი, ქუჩუკ-ბაირამი, შექერ-ბაირამი), მუსლიმური კალენდრის მიხედვით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები შეჭირვებულებს ეხმარებიან, საფლავებზე გადიან და ტკბილეული გააქვთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა