ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბასრი საგნით გულმკერდის და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული

ექიმების ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსს ჭრილობა ბასრი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის დაჭრილ მდგომარეობაში სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მოკვლის მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამავე სოფლის მკვიდრმა მოკლა.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცხედარს ამ დროისათვის ექსპერტიზა უტარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს