ეკო-გრანტების პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლიდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ეკო-გრანტების პროგრამის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

პროგრამა ორ ეტაპიანია და პირველ ეტაპზე საგრანტო კონკურსში 24 ორგანიზაციიდან 25 პროექტი შემოვიდა. კონკურსმა 3 გამარჯვებული გამოავლინა:

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო - პროექტისთვის “ეკო-ენერგია ერისიმედის ბავშვებისთვის”

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - პროექტისთვის “ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა მიწის დეგრადაციის რისკების შესამცირებლად და მოწყვლადი მცირე ფერმერების ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”

მწვანე ბორჯომი - პროექტისთვის: “ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა