თამარ ხულორდავა - საქართველოს აქვს შანსი, რომ ის ამბიცია, რომელიც ევროკავშირის წევრობას უკავშირდება, რეალური გახადოს

საქართველოს აქვს შანსი, რომ ის ამბიცია, რომელიც ევროკავშირის წევრობას უკავშირდება, რეალური გახადოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სესიაზე მოხსენებით გამოსვლისას თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ „ევროკავშირი არის ყველაზე წარმატებული და მშვიდობაზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც ევროპის კონტინენტზე განხორციელდა“.

„დროის სვლასთან ერთად, იგი ეტაპობრივად განვითარდა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა. ევროკავშირი იმ ღირებულებების ერთობას წარმოადგენს, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას, საბაზრო ეკონომიკას, სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწარაფებებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არა მარტო საგარეო პოლიტიკური, არამედ ქვეყნის უმთავრესი შიდა პოლიტიკური პრიორიტეტია. ამისთვის კი, მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გაამყაროს, რათა სრულად ტრანსფორმირდეს ისეთ ქვეყნად, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს პასუხობს.

„საქართველოს აქვს შანსი და პერსპექტივა, განიხილებოდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ. ამისთვის აუცილებელია გაგრძელდეს სამუშაო პროცესი, რათა ამ ნაბიჯისთვის მოემზადოს როგორც თავად საქართველო, ასევე ევროკავშირშიც მომზადდეს აზრი ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ სესიაზე მოხსენებებით იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა წულუკიანი და ბულგარეთის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები გამოვიდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა