ნიკოლ ფაშინიანი - ვლადიმერ პუტინმა პატარა მიღებაზე მიმიწვია, სადაც ილჰამ ალიევი გამაცნო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გააცნო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მოხდა.

„რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების თამაშის შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პატარა მიღებაზე მიმიწვია, სადაც ალიევს გამაცნო. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი გავიცანით, არანაირი არსებითი საუბარი ჩვენს შორის არ შემდგარა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში 13 ივნისიდან იმყოფება. მან შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა